მედია ანონსი
25 ოქტომბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი
თეონა ბაღდავაძე
+995 97 97 03 53
tbagdavadze@beeline.ge
"საქართველოში აივ პრევენციის პროექტი" და კომპანია "ბილაინი" ხელს უწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას
[PUBLICITY.GE] თბილისი, 25 ოქტომბერი, 2010 - მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სასტუმროში "ქორთიარდ მარიოტი" გაიმართება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული "საქართველოში აივ პრევენციის პროექტის" და კომპანია "ბილაინის" ერთობლივი, ინოვაციური, SMS კამპანიისა და ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია. როგორც ვებგვერდი, ისე SMS კამპანია მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ცხოვრების ჯანსაღი წესის სხვადასხვა საკითხების შესახებ.
პრეზენტაციას დაესწრებიან სპორტის და ახალგაზრულ საქმეთა მინისტრი, წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, და ბილაინის გენერალური დირექტორი.
SMS კამპანიის ფარგლებში, კომპანია ბილაინი თავის მომხმარებლებს რეგულარულად მიაწვდის "აივ პრევენციის პროექტის" ექსპერტების მიერ შემუშავებულ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ანტინარკოტიკულ თემებზე, შიდსის პრევენციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. მსგავსი მეთოდი აპრობირებულია და წარმატებით ხორციელდება რამდენიმე ქვეყანაში.
ახალი საინფორმაციო ვებგვერდის საშუალებით ახალგაზრდები მიიღებენ ინფორმაციას ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ. გაეცნობიან ამომწურავ ინფორმაციას თამბაქოს, ალკოჰოლის და ნარკოტიკების მავნე ზეგავლენის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, თანასწორთა ზეგავლენისა და სხვა თემების შესახებ.
ღონისძიების დასასრულს გაიმართება პრესკონფერენცია.